1. ზოგადი ინფორმაცია
1.1. პლატფორმის აღწერა: ეს დოკუმენტი განსაზღვრავს პირობებს, რომლის მიხედვითაც შეგიძლია გამოიყენო ჩვენი ბლოგ-პლატფორმა საკითხავი. ეს სივრცე შეიქმნა იმისთვის, რომ ავტორებმა ტექნოლოგიურ თემებზე დაწერილი სტატიები გამოაქვეყნონ და მათი საავტორო პროფილი, როგორც პორტფოლიო გაუზიარონ პოტენციურ დამსაქმებელს.
1.2. პირობები: პლატფორმის გამოყენება ნიშნავს, რომ სრულად ეთანხმები აღნიშნულ პირობებს.
2. მომხმარებლის რეგისტრაცია და ანგარიშის უსაფრთხოება
2.1. მონაცემთა სიზუსტე: პლატფორმაზე რეგისტრაციის დროს, საჭიროა რეალური მონაცემების გამოყენება.
2.2. ანგარიშის უსაფრთხოება: მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარ ანგარიშზე წვდომისა და პაროლის უსაფრთხოებაზე.
2.3. აქტივობები: ნებისმიერი აქტივობა, რომელიც განხორციელდება შენი ანგარიშით, გეკუთვნის შენ.
3. კონტენტის შექმნა და პასუხისმგებლობა
3.1. ავტორის პასუხისმგებლობა: ყველა ავტორი პასუხისმგებელია საკუთარ საკითხავში მოყვანილი ინფორმაციის სისწორეზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე და საავტორო უფლებებზე.
3.2. აკრძალული კონტენტი: აკრძალულია უკანონო, ზიანის მომტანი, ძალადობრივი, რასისტული, სექსისტური, ან პორნოგრაფიული კონტენტის გამოქვეყნება.
3.3. ადმინისტრაციის უფლება: ადმინისტრაცია ინარჩუნებს უფლებას, წინასწარი გაფრთხილების გარეშე წაშალოს, ან დაბლოკოს კონტენტი, რომელიც არღვევს საკითხავის წესებს.
4. ინტელექტუალური საკუთრება
4.1. კონტენტის საკუთრება: პლატფორმაზე გამოქვეყნებული ყველა სტატია, ტექსტი, სურათი, ვიდეო და სხვა შინაარსობრივი მასალა („კონტენტი“) არის ავტორის საკუთრება და მასზე
ყველანაირ პასუხისმგებლობას იღებს ავტორი.
4.2. ავტორის უფლებები: ავტორი ინარჩუნებს საავტორო უფლებას საკუთარ მასალაზე.
4.3. ავტორის მიერ მინიჭებული ლიცენზია: ავტორი, საკითხავს თავისი მასალის გამოყენებაზე, არაექსკლუზიურ, უსასყიდლო, დროით და ტერიტორიულად შეუზღუდავ უფლებას ანიჭებს, მხოლოდ შემდეგი მიზნებისთვის:
პლატფორმის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
პლატფორმის მარკეტინგული და საინფორმაციო კამპანიების წარმოება;
პლატფორმის განვითარების და მომსახურების გაუმჯობესება.
4.4. მასალის შეუცვლელობა: საკითხავი ვალდებულია არ შეცვალოს ავტორის მასალა, მისი ნებართვის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია ტექნიკური, ან დიზაინის შესაბამისობისთვის (მაგალითად ფორმატის ცვლილება).
4.5. მესამე მხარის უფლებები: ავტორი პასუხისმგებელია, პლატფორმაზე ატვირთული მასალა, არ არღვევდეს მესამე მხარის ინტელექტუალური საკუთრების და საავტორო უფლებებს. დარღვევის შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ავტორს.
5. აკრძალვები
5.1. კომერციული საქმიანობა: აკრძალულია პლატფორმის გამოყენება კომერციული საქმიანობისთვის, მომხმარებელთა, ან ადმინისტრაციის წინასწარი თანხმობის გარეშე.
5.2. პერსონალური გამოყენება: ნებადართულია ავტორმა, პლატფორმაზე მის მიერ გამოქვეყნებული მასალა გამოიყენოს, პერსონალური პორტფოლიოს შექმნისთვის. ასევე მომხმარებელს
შეუძლია თავისი საავტორო პროფილი გაუზიაროს პოტენციურ დამსაქმებელს.
5.3. სისტემის ხელყოფა: აკრძალულია პლატფორმის უსაფრთხოების სისტემებისთვის გვერდის ავლა, სპამის გავრცელება, ჰაკერული აქტივობა, ან სხვა მომხმარებლის ანგარიშზე დაუკითხავი წვდომა.
6. პასუხისმგებლობა პლატფორმის მიერ
6.1. პასუხისმგებლობის შეზღუდვა: საკითხავი არ აგებს პასუხს ზარალზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას კონტენტის შექმნის, წაშლის ან ნებისმიერი ტექნიკური პრობლემების გამო.
6.2. სტაბილურობა: ჩვენ ვმუშაობთ პლატფორმის სტაბილურობისთვის, თუმცა გამოყენების დროს, რაიმე შეცდომის ან შეფერხების გამო, პასუხისგება არ გვეკისრება.
6.3 სარეზერვო კოპიო: ავტორი ამ პლატფორმის გამოყენებით აცნობიერებს, რომ პლატფორმა არაა პასუხისმგებელი მის მიერ გამოქვეყნებული მასალები შეინახოს ნებისმიერი
დროით, რისი გათვალისწინებითაც ავტორმა აუცილებელია იქონიოს მისი ნებისმიერი მასალის სარეზერვო კოპიო, აქედან გამომდინარე პლატფორმა არაა პასუხისმგებელი მასალის
შემთხვევით ან მიზანმიმართულად პლატფორმიდან წაშლის, ცვლილების, დაზიანების ან სხვა მოქმედებით მიყენებულ შესაძლო ზიანზე.
7. ცვლილებები პირობებში
7.1. ცვლილებების უფლება: საკითხავი ინარჩუნებს უფლებას, ნებისმიერ დროს, შეცვალოს ეს პირობები.
7.2. ძალაში შესვლა: განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ამავე გვერდზე და ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე.
8. კონფიდენციალურობა და მონაცემთა დაცვა
8.1. მონაცემთა დაცვა: მომხმარებლის მიერ რეგისტრაციისას მოწოდებული პერსონალური მონაცემები (მაგ., ელფოსტა) დაცულია
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს მონაცემების კონფიდენციალურობას და უსაფრთხოებას.
9. კონტაქტი და საავტორო უფლებების შეტყობინება
9.1. შეკითხვები: თუ გაქვს შეკითხვები, დაგვიკავშირდი მითითებულ ელექტრონულ მისამართზე:
info@sakitkhavi.ge
9.2. საავტორო უფლებების დარღვევა: მესამე პირის ინტელექტუალური საკუთრების უფლების სავარაუდო დარღვევის შესახებ
შეტყობინების გამოგზავნა უნდა მოხდეს წერილობით, ელ-ფოსტაზე და უნდა შეიცავდეს დარღვევის დამადასტურებელ მკაფიო მტკიცებულებებს.