icon
arrow

კითხვა-პასუხი

რა გამოარჩევს საკითხავს? arrow

თუ ხარ ქოფირაითერი, ან დამწყები, თუ პროფესიონალი მწერალი - სწორ ადგილას მოხვდი…

საკითხავზე, უფასოდ შეგიძლია განათავსო სტატიები იმ თემებზე, რომელიც შენთვის - აქ და ახლა აქტუალურია. საკითხავი გაძლევს საშუალებას, მიიღო მხარდაჭერა დასაქმების პროცესში.

როგორ ხდება ეს?

შენი საკითხავის პროფილი შეგიძლია - როგორც  პორტფოლიო, გაუზიარო პოტენციურ დამსაქმებელს.

ამბები საკითხავზე, აღმოგაჩენინებს საერთო ინტერესების მქონე ავტორებს, მათ სტატიებში ამოკითხული ინფორმაცია, კი მოგცემს საშუალებას, გაიღრმავო ცოდნა, რაც დაგეხმარება პროფესიულ განვითარებაში.

როგორ გავხდე ავტორი? arrow

,,იქ, სადაც სდუმან პირამიდები”…

ან უბრალოდ სხვა რეალობაში, შესაძლოა ეს სიტყვა უტოპიურად ჟღერდა, მაგრამ იმისათვის რომ საკითხავზე იყო ავტორი, საჭიროა -

წერის სიყვარული და სურვილი, შენი ამბები გაუზიარო მკითხველს.

დარეგისტრირდი, შექმენი საავტორო პროფილი, უამბე მკითხველს ცოტა რამ - შენ შესახებ

და…

სულ მთავარი არ უნდა გამოგრჩეს - გამოაქვეყნე შენი პირველი საკითხავი.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ჩემი ტექსტი საკითხავზე? arrow

პირველ რიგში, შენი საკითხავი უნდა იყოს გრამატიკულად გამართული.

რეკომენდებულია 600-1200 სიტყვისგან შემდგარი საკითხავის გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი შინაარსის და არ უნდა შეიცავდეს, ნებისმიერი სახის დეზინფორმაციას.

ასევე, დაუშვებელია სხვისი ნამუშევრის გამოყენება საავტორო უფლებების დაცვის გარეშე.

თუ კი, სხვა ავტორის ნამუშევარს გამოიყენებ შენს საკითხავში - მიუთითე წყარო.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ საკითხავზე შეგეძლება ტექსტს ვიზუალური მასალა - სურათი ან ვიდეო დაურთო, რათა სათქმელი მკითხველამდე უფრო საინტერესოდ და ეფექტურად მიიტანო. 

ატვირთვიდან, რამდენ ხანში გამოქვეყნდება ჩემი საკითხავი და შემდეგ შემეძლება მისი რედაქტირება? arrow

ენი საკითხავი ატვირთვის შემდეგ, ადმინისტრატორის მიერ დადასტურდება და გამოქვეყნდება - 1 სამუშაო დღის განმავლობაში.

საკითხავის გამოქვეყნების შესახებ შეტყობინებას - ცნობის ფურცელში მიიღებ.

ტექსტის რედაქტირებას, მისი გამოქვეყნების შემდეგაც შეძლებ.

ჩემი საკითხავის საავტორო უფლებები დაცული იქნება? arrow

რა თქმა უნდა, საკითხავი უზრუნველყოფს საავტორო უფლებების დაცვას.

მეტის გასაგებად გაეცანი - ,,საკითხავის წესებს და პირობებს” საავტორო უფლებების შესახებ. 

ვის დავუკავშირდე, თუ კი ტექნიკური პრობლემა მექნება? arrow

ტექნიკური მხარდაჭერის მისაღებად დაგვიკავშირდი -

ელფოსტა:

ტელეფონი:

სოციალური ქსელი: